გიო ხუციშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიო ხუციშვილი
დაბ. თარიღი 17 ივლისი, 1962
თბილისი, საქართველო
გარდ. თარიღი 11 ივნისი, 2018 (55 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი

გიორგი (გიო) ხუციშვილი (დ. 17 ივლისი, 1962 — გ. 11 ივნისი, 2018, თბილისი) — ქართველი მომღერალი და მსახიობი. იგი ასრულებდა ქართულ სიმღერებს, როგორც მარტო, ასევე დუეტში; ერთ-ერთი მისი ცნობილი დუეტი იყო ნატო გელაშვილთან ერთად (ყველაზე ცნობილი სიმღერა — „აყვავდება როცა ნუში“).

მუშაობდა ქართული დოკუმენტური სატელევიზიო პოპულარული ფილმების სტუდია (ქდსპფ) „მემატიანეში“. გადაიღო კინონოველა „სინანული“ (1984), დოკუმენტური ფილმები „აქ ყველაფერი წარსულს მაგონებს“, „საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ...“ (1985), „დედმამიშვილობა“ (1986), „იყო ასეთი ჭაბუკი“ (მ. გაგუასთან ერთად, 1988), „არჩევნები“ (1988), „თანამოაზრენი“ (გია ბალიაშვილთან ერთად, 1988) და სხვა. ქართული ღვინის კომპანია „თელიანი ველის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, თბილისის სპორტის სასახლეს დირექტორი.

2018 წლის 29 მაისს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.[1] გიო ხუციშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში მძიმე სენით იყო დაავადებული. მომღერალი 2018 წლის 11 ივნისს, თბილისში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.[2]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. პირველი არხი (29 მაისი, 2018). წაკითხვის თარიღი: 12 ივნისი, 2018.
  2. მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. imedinews (11 ივნისი, 2018). წაკითხვის თარიღი: 12 ივნისი, 2018.