გიორგწმინდის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგწმინდის ციხეშუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლი ხევში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი); პირველი სადარაჯო კოშკი მდ. თერგზე.

კოშკის ზედა ბაქანზე დანთებული კოცონით ატყობინებდნენ მტრის მოახლოებას მთელი ხეობის სიგრძეზე განლაგებულ სხვა კოშკებსა და თრუსოს ხეობის სათვალთვალოებს. გიორგწმინდის ციხე თერგის ზედა წელის გაყოლებით ერთმანეთთან აკავშირებდა სოფ. ხურთისისა და გორისციხის თავზე მდებარე კოშკებს. ციხის მშენებლობისას გამოყენებულია კლდის ბუნებრივი გამონაშვერები — 2 ვეებერთელა, ერთმანეთისკენ გადმოხრილი, კლდესმოწყვეტილი ლოდი შეერთებულია წყობის მცირე მონაკვეთის ჩაშენებით. ასე აქციეს იგი თავდაცვითი კოშკის ბუნებრივ კვარცხლბეკად. მეორე კოშკი ლოდებით მოფენილი ფერდობისკენ ჩაჭრილი 37 კონცხის ნაპირას დგას. იგი საბჯენი კედლით გამაგრებულ კლდოვან მასივზეა აშენებული. აქვეა მომცრო ბაქანზე აგებული პატარა ეკლესიაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შმერლინგი რ., დოლიძე ვ., თბილისიდან კავკავამდე, თბ., 1991