გიორგი I (აფხაზთა მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი I, აღწეფელი)
ტერმინს „გიორგი I“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი I.
გიორგი I
აფხაზთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 861
მმართ. დასასრული: 868
წინამორბედი: დემეტრე II
მემკვიდრე: ივანე შავლიანი
გარდ. თარიღი: 868
მამა: ლეონ II

გიორგი I, აღწეფელი — აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე 861-868 წლებში; ლეონ II-ის ძე. გამეფებამდე მისი საუფლისწულო მამული იყო აღწეფი. აქედან წარმოდგება ზედწოდება — აღწეფელი. თავისი წინამორბედებივით ცდილობდა დაუფლებოდა ქართლს, რაც დროებით შეძლო კიდეც და იქ ერისთავად თავისი ძმისშვილი, დემეტრე II-ის ვაჟი, ბაგრატი დასვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანჩაბაძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 17.
  • მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
  • Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI–XVII вв.), Сух., 1959.
წინამორბედი:
დემეტრე II
აფხაზეთის მეფე
861 - 868
შემდეგი:
ივანე შავლიანი