გიორგი ჯიბლაძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ჯიბლაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
ისტორიული რაიონი ქვემო უბანი
წინა სახელები მოღნინის II შესახვევი, ბორისოვის შესახვევი, იასონ ჩიხლაძის ქუჩა

გიორგი ჯიბლაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს კრწანისის რაიონში (ქვემო უბანი); აბო თბილელის ქუჩიდან ბეგლარ ახოსპირელის გასასვლელამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე მოღნინის II შესახვევი ერქვა. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ბორისოვის შესახვევი. 1923 წელს ძველი რევოლუციონერის იასონ ჩიხლაძის (დაიღუპა კატორღაში) სახელი დაერქვა. 1993 წელს გიორგი ჯიბლაძის სახელი ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]