გიორგი ჯაკობია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიორგი პავლეს ძე ჯაკობია (დ. 1894 — გ. 21 თებერვალი, 1944, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე. თავისი ნამუშევრებით საფუძველი ჩაუყარა ძველი ქართული მწერლობის ძეგლების პუბლიკაციისა და ქართულ-სპარსული ლიტერატურის ურთიერთობათა შესწავლას. გამოაქვეყნა „იოსებზილიხანიანის“ ორი ქართული ვერსიის ტექსტი (1927 წ), თეიმურაზ I-ისა და (1934 წ, ა. ბარამიძესთან ერთად) და თეიმურაზ II-ის (1939 წ) თხზულებები, „ომაინიანი“ (1937 წ), გალექსილი „ამირანდარეჯანიანი“ (1941 წ), დაურთო სათანადო გამოკვლევები, ლექსიკონები და საძიებლები, ხელნაწერთა აღწერილობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯაკობიას ვრცელი ნარკვევი „თეიმურაზის თარგმანები“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]