გიორგი ჯავრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი ვახტანგის ძე ჯავრიშვილი (დ. 23 ივნისი, 1955, თბილისი) — ქართველი ექიმი, ოფთალმოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1991), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2005).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1979). 1980-1987 წლებში ექიმად მუშაობდა ყაზბეგში, კასპსა და თბილისში. კლინიკური ორდინატურის და ასპირანტურის კურსები მოსკოვის თვალის მიკროქირურგიის ს. ფიოდოროვის სახელობის სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში გაიარა (1987-1991). იქვე სწავლობდა დოქტურანტურაში (1992-1996). 1997 წლიდან არის თბილისში თვალის მიკროქირურგიული კლინიკის „ოფთალმიჯის“ ხელმძღვანელი. 2011 წლიდან დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო შრომების ძირითადი მიმართულებაა თვალის რქოვანის პრობლემები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]