გიორგი ჯავახიშვილი (ანთროპოლოგი)
| გიორგი ჯავახიშვილი | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 9 ნოემბერი, 1877[1] |
| დაბ. ადგილი | სიღნაღი, რუსეთის იმპერია |
| გარდ. თარიღი | 9 მაისი, 1956[1] (78 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია |
| საქმიანობა | ანთროპოლოგი[1] და ბიოლოგი[1] |
| ალმა-მატერი | ტარტუს უნივერსიტეტი |
| ჯილდოები | საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე |
გიორგი ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი (დ. 9 ნოემბერი, 1877, სიღნაღი ― გ. 9 მაისი, 1956, თბილისი) — ქართველი ანთროპოლოგი, პროფესორი, მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1944).[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1903 წელს დაამთავრა დერპტის (ტარტუს) უნივერსიტეტი. 1903-1905 წლებში მუშაობდა ბერლინის უნივერსიტეტში. 1905-იდან ― პეტერბურგის აკადემიის ზოოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმებში. 1911 თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების ლექტორი იყო. 1921 აირჩიეს თბილისის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრის დოცენტად, ხოლო 1921-1935 წლებში ზოოლოგიის კათედრის გამგედ. 1926 დააარსა ბათუმის (ციხისძირში) ბიოლოგიური სადგური, რომლის გამგეც თვითონ იყო. 1929 წელს თბილისის უნივერსიტეტის ზოოლოგიის კათედრასთან ჩამოაყალიბა პროტოზოოლოგიის ლაბორატორია.[3]
ჯავახიშვილის ძირითადი შრომები ეხება ანთროპოლოგიის, ზოოლოგიისა და პალეონტოლოგიის საკითხებს. შეიმუშავა კრანიოლოგიის ახალი კონსტრუქციული მეთოდი. ავტორია მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოებისა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 526.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ გიორგი ჯავახიშვილი. Iverieli. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2018.
- ↑ გიორგი ჯავახიშვილი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2018.