გიორგი ჭკუასელი
| გიორგი ჭკუასელი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
23 აგვისტო, 1960 თბილისი, საქართველო |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
| საქმიანობა | ექიმი-ონგოკინელოგი |
გიორგი ჭკუასელი (დ. 23 აგვისტო, 1960) — ქართველი ექიმი-ონკოგინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1960 წლის 23 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
იყო თბილისის ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ორდინატორი 1983-1985 წლებში, ლენინგრადის პეტროვის სახელობის ონკოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი 1987-1990 წლებში, დოქტორანტი 1991-1994 წლებში. 1994-1998 წლებში იყო სანქტ-პეტერბურგის მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის პროფესორი 2000-2006 წლებში.
საკანდიდატო დისერტაციის თემა („Адекватный обьем операии у больных рака вульвы свете особенностей метастезирования и речидивирования“) დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა („Патогенические обоснования возможностей своевременного выявления рака яичников“) — 1993 წელს.
აქვს 44 სამეცნიერო ნაშრომი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 568, თბ., 2006.