გიორგი ჭიღვარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ჭიღვარია
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2017 – 2020
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

დაბადებული20 აპრილი, 1980 (1980-04-20) (43 წლის)
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლებააკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი ჭიღვარია (დ. 20 აპრილი, 1980, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი 2017-2020 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1980 წლის 20 აპრილს, ქუთაისში. 1986-1995 წლებში იგი სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე საშუალო სკოლაში. 1995 წელს სწავლა გააგრძელა ქალაქ ქუთაისის ჰუმანიტარულ ლიცეუმში, რომელიც 1997 წლამდე სწავლობდა. 2002 წელს წარჩინებით დაასრულა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის ფაკულტეტი. 2002-2003 წლებში გაიარა თურქული ენის შემსწავლელი პროგრამა ანკარის უნივერსიტეტის თომერის კოლეჯში.

2003 წლიდან ხარისხის მაძიებლის სტატუსით დაიწყო მუშაობა სადოქტორო ნაშრომზე ანკარის უნივერსიტეტში. 2003-2004 წლებში — სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელ ბრიგადაში. 2010 წელს მას ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მუშაობდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობებზე: იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის შტაბის უფროსი, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე. 2017-2020 წლებში იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი.[1]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]