გიორგი ჭირაქაძე
| გიორგი ჭირაქაძე | |
|---|---|
![]() | |
| დაბ. თარიღი | 18 აგვისტო, 1894[1] |
| დაბ. ადგილი | ქუთაისი |
| გარდ. თარიღი | 27 ნოემბერი, 1977[1] (83 წლის) |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | გეოგრაფი[1] |
| მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი |
| ალმა-მატერი | კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | მეცნიერებათა კანდიდატი |
გიორგი ჭირაქაძე (დ. 18 აგვისტო, 1894 — გ. 27 ნოემბერი, 1977) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1946), დოცენტი (1949). გიორგი ჭირაქაძე არის საქართველოში გამოყენებითი (სატრანსპორტო, სამშენებლო და სამედიცინო) კლიმატოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი ჭირაქაძემ დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1920 წელს.[2]
1922 წელს მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში გეოფიზიკური სადგურის უფროსად. პარალელურად 1927 წლიდან მუშაობს კუროტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგედ. აქ იგი აწარმოებდა საქართველოს კურორტების კლიმატური პირობების შესწავლას რეკრეაციული მიზნებისათვის.[2]
1928–51 წლებში შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში და ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ კომიტეტში. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, გორის და ზუგდიდის პედაგოგიურ ინსტიტუტებში.[2]
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1936 წელს თემაზე: „კურორტ ბახმაროს კლიმატური პირობები“, სადაც მოცემულია ბახმაროს კლიმატის დეტალური დახასიათება და მისი საკურორტო მნიშვნელობა. 1953 წლიდან მუშაობდა თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო მუშობას კლიმატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. გიორგი ჭირაქაძემ გამოაქვეყნა 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც გაშუქებულია კლიმატოლოგიის მრავალი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხი.[2]
