გიორგი წულუკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიორგი წულუკიძე (დ. 23 აპრილი, 1860 — გ. 1923) — ქართველი გენერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის ქვეითი იუნკერთა სასწავლებელი. 1880 წელს გახდა პრაპორშჩიკი, 1883 წელს პოდპორუჩიკი და 1893 წელს შტაბსკაპიტანი. დაამთავრა ოფიცერთა სკოლა. 1900 წელს გახდა კაპიტანი, 1905 წელს პოდპოლკოვნიკი, 1910 წელს პოლკოვნიკი. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. კავკასიის მსროლელთა მე-11 პოლკის უფროსი. მსროლელთა მე-5 დივიზიის, შემდეგ 67-ე დივიზიის უფროსი. დაჯილდოებული იყო შემდეგი ორდენებით: წმინდა ანას I ხარისხის, წმინდა სტანისლავის II ხარისხის, წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის, ხმლებითა და ბაბით, წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხმლებით.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1918 წლის დეკემბერში, სომხეთთან ომის დროს, იყო ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორი და იქ მყოფი ქართული შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების უფროსი. სწორედ მის დაქვემდებარებაში მყოფ შენაერთებს მოუწიათ ომის პირველ ეტაპზე ყველაზე მძიმე ბრძოლების წარმოება რიცხვმრავალ მოწინააღმდეგესთან. წულუკიძე იძულებული იყო უკან დაეხია. დეკემბრის ბოლოს ის თავის შენაერთებთან ერთად, გენერალ მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში შევიდა. 1921 წლის თებერვალ-მარტში იყო ბათუმის ციხესიმაგრის უფროსი. ემიგრაციაში არ წასულა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბახტაძე მ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 522-523, თბ., 2018 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]