გიორგი წერეთელი (ეკონომისტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი წერეთელი.

გიორგი წერეთელი (დ. 20 იანვარი, 1952, ქ. ლანჩხუთი) — ქართველი ეკონომისტი და მათემატიკოსი.

1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1990 წლის 25 დეკემბერს დაიცვა სადისერტაციო თემა — „რესპუბლიკაში რეგიონული ბუნებათ სარგებლობის ეკონომიკური პროცესების მრავალმიზნიანი ოპტიმიზაცია (საქართველოს მაგალითზე)“. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისგან სამეცნიერო ნაშრომისათვის მინიჭებული აქვს პრემია.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეკონომიკის მათემატიკური მოდელირების მეთოდოლოგიური საფუძვლები და მათი რეალიზაციის პრაქტიკული მაგალითები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 2000. - 345გვ.
  • ეკონომიკურ - მათემატიკური მეთოდების საფუძვლები და მათი ეკონომოკაში გამოყენების ზოგიერთი პრაქტიკული ასპექტი (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1999. - 229გვ.
  • საზოგადოების, ბუნებისა და წარმოების სისტემური ურთიერთკავშირის ასპექტები და გარემო ბუნების დაცვაზე ორიენტირებული საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1995. - 50გვ.
  • ბუნებათსარგებლობის მრავალმიზნიანი ოპტიმიზაცია სფეროს "ბუნება-საზოგადოება-წარმოება"-ფუნქციონირების მიზანმიმართული რეგულირების სისტემაში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1992. - 27გვ.
  • გარემოს ბუნების გაჭუჭყიანება და მასთან ბრძოლის ხერხები (ავტორი). - თბილისი, თსუ, 1989. - 39გვ.
  • ეკონომიკურ - ეკოლოგიური პროგნოზირების საკითხები (ავტორი). - თბილისი, თსუ, 1988. - 35გვ.
  • გარემო ბუნების ხარისხის სტანდარტიზაციის საკითხები (ავტორი). - თბილისი, თსუ, 1988. - 21გვ.
  • გარემო ბუნების დაცვის ეკონომიკური პრობლემები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1987. - 142გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგი წერეთელი — ბიოგრაფია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე