შინაარსზე გადასვლა

გიორგი ძაძამია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ძაძამია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა22 დეკემბერი, 2025
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე
წინამორბედიბექა ღვაჩლიანი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 აგვისტო, 2025 – 22 დეკემბერი, 2025
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
წინამორბედიდავით მორგოშია
მემკვიდრენოდარ ჯალაღონია მ/შ

დაბადებული25 აგვისტო, 1989 (1989-08-25) (36 წლის)
სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირისაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი ძაძამია (დ. 25 აგვისტო, 1989, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი თანამდებობის პირი. 2025 წლის 22 დეკემბრიდან არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.[1]

2006 წელს დაამთავრა თბილისის 39-ე საშუალო სკოლა. 2006-2010 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. 2010-2012 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის თეორიების სამაგისტრო პროგრამა. 2015 წელს გაიარა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ლექციების კურსი საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებზე. 2022 წელს გერმანიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში გაიარა მარშალის ევროპული უსაფრთხოების კვლევის ცენტრის ევროპული უსაფრთხოების კურსი, ხოლო 2024 წელს არარეგულარული ომისა და ჰიბრიდული საფრთხეების კურსი.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 2016-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად. 2019-2025 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი. 2025 წლის 11 აგვისტოს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსად. 2025 წლის 22 დეკემბრიდან არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.[1]

  1. 1.0 1.1 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. (22 დეკემბერი, 2025) აფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილება განხორციელდა.
წინამორბედი:
ბექა ღვაჩლიანი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი
22 დეკემბერი, 2025 — დღემდე
შემდეგი:
წინამორბედი:
დავით მორგოშია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი
11 აგვისტო, 2025 — 22 დეკემბერი, 2025
შემდეგი:
ნოდარ ჯალაღონია მ/შ