გიორგი ცაგარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცაგარელი.
გოგი ცაგარელი
მშობლიური სახელი გიორგი ცაგარელი
დაბადების თარიღი 1947
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 2020
თბილისი
ეროვნება ქართველი
პროფესია ფოტოგრაფი,

გიორგი (გოგი) ცაგარელი (დ. 1947, თბილისი, — გ. 9 აპრილი, 2020) — ქართველი ფოტოგრაფი, ფოტოჟურნალისტი.[1]

განათლებით ინჟინერ-მშენებელი, 1983 წლიდან პროფესიონალი ფოტოგრაფი. თანამშრომლობდა ახალგაზრდულ პრესაში, საინფორმაციო სააგენტოებში „საქინფორმი“, „აას“ და „Prime News“,[2] ქართული და უცხოური პრესის სხვადასხვა გამოცემასთან. მონაწილეობა ჰქონდა მიღებული პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის საზღვარგარეთ.

გიორგი ცაგარელის გადაღებულია უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ამსახველი დოკუმენტური ფოტოები,[1][3] მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილის, თბილისში სამოქალაქო დაპირისპირების, აფხაზეთის კონფლიქტის და ყარაბაღის ომის (ფოტოებს იღებდა სომხური მხრიდან) ამსახველი არაერთი უნიკალური კადრი.[3][1]

გიორგი ცაგარელი 2020 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე 1989 წლის 9 აპრილს გადაღებული ფოტოების ალბომი გამოაქვეყნა. [3][1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 გარდაიცვალა ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი, radiotavisupleba.ge
  2. გიორგი ცაგარელი დაარქივებული 2021-09-21 საიტზე Wayback Machine. , ვებგვერდი „ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი“ (კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია).
  3. 3.0 3.1 3.2 გარდაიცვალა ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი, პირველი არხი