გიორგი ცაავა (მსახიობი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი ცაავა
Giorgi caava.jpg
დაბ. თარიღი 30 სექტემბერი, 1976 (1976-09-30) (42 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მსახიობი, მუსიკოსი
აქტიური 2003 – დღემდე

გიორგი ცაავა (დ. 30 სექტემბერი, 1976, თბილისი) ― ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, არაპროფესიონალი მუსიკოსი და ენერგეტიკოსი. მის კარიერაში ოცამდე ტელეროლია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალით – (ტიფლისი 2014), რომელშიც ტყეში გავარდნილი ქიარიმას როლი შეასრულა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ცაავა დაიბადა 1976 წლის 30 სექტემბერს, თბილისში. მამამისის მხრიდან მეგრული სისხლი აქვს. დედამისი კი დაღესტნელი ებრაელი – ანისიმოვა. აქვს კაზაკური სისხლიც. მისი ბიძაშვილები დღემდე დაღესტანში ცხოვრობენ. აქვს კონტაქტი თელ-ავივში ნათესავებთან. ჰყავს ორი შვილი: ნიკოლოზი და ალექსანდრე. მეუღლე, ეკა, პროფესიით რეჟისორი და მხატვარია.[1]

მამამისი ენერგეტიკოსია. ბავშვობაში უნდოდა მსახიობობა. თავისი ინიციატივით ქუჩაში დგამდა სპეკტაკლებს. მამის შემხედვარე ის ამავე ფაკულტეტზე აბარებდა, თუმცა მეგობრებმა გადააფიქრებინეს და ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა. გიორგის ბავშვობიდანვე იტაცებდა მუსიკა. წერდა სიმღერებს. ერთ–ერთი გამორჩეულია „ჩემი ქვეყანა“, რომლის დაწერის შემდეგ ის „არტ-გენში“ მიიწვიეს. მსახიობის თქმით, მსმენელს ძალიან მოეწონა მისი მუსიკა.[2]

ექვსი წელი მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ათი წელი სხვა პროფესიით იმუშავა. 2001 წელს მუშაობა დაიწყო „თბილგაზში“, ზეინკლად. მისი თქმით, ნულიდან დაიწყო და მას შემდეგ საკმაოდ კარგად დაეუფლა ამ პროფესიას. ბოლო სამი წელი უფროსის მოადგილე იყო, ანუ მთავარი ინჟინერი. იმ დროს მამამისი უკვე აღარ მუშაობდა სისტემაში, ეს „ბლატებით“ არ მომხდარა. მამა „თბილგაზის“ გენერალური დირექტორი იყო და შეეძლო, გიორგი ნებისმიერი რაიონის უფროსად დაენიშნა, მაგრამ მსახიობის თქმით, მამამ უთხრა, რომ თუ რამეს გინდა მიაღწიო, ნულიდან უნდა დაიწყოო და ასეც მოხდა. იმ წლებში, პარალელურად, მსახიობობასაც აგრძელებდა და ფილმებშიც იღებდა მონაწილეობას.

მისთვის პირველი ფილმი იყო ერეკლე ბადურაშვილის 2003 წლის ფილმი – „კიდევ ერთი ქართული ისტორია“, რომელშიც ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს განასახიერებდა. მისი თქმით, ამ როლიდან გამოსასველელად დიდი ხანი დასჭირდა. ამავე დროს მსახიობი ფილმებსაც ახმოვანებდა. 2008 წელს ვალერიან კირკიტაძის – „მედალიონში“ მთავარი როლი მიიღო. 2010 წელს ითამაშა მოკლემეტრაჟიან ფილმში – „სექტემბერი“.[3]

დღეისთვის მუშაობს ტელეკომპანია GDS-ზე პროდიუსერად და პარალელურად მონაწილეობს სერიალებში.[4]

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს გიორგი ცაავა ქართულ ტელესერიალ K-17-ში თამაშობდა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით გადაიღეს. მსახიობი რუს პერსონაჟს თამაშობდა.

ამის შემდეგ იყო როლი ლევან დაბრუნდაშვილის და ჯაბა მელქაძის 2011 წლის ერთობლივ ფილმში – "ანოს და ვანოს თავგადასავალი". შემდეგ არჩილ ქავთარაძის 2013 წლის ფილმი – კომა. ამ თრილერში, რომელიც ციხის შიგნით მომხდარ ამბებს აშუქებს, გიორგი დეტექტივ მამუკას თამაშობს.

გიორგი ცაავას პირველი ცნობილი როლია – სერიალ პანიკის გარეშეს ტყუპის როლი. ის და მისი ტყუპი ძმა ბალნოი თამაშობენ ოდნავ ჭკუასუსტ ძმებს, რომლებიც მთავარ პერსონაჟს – დურმიშხან იშხნელს, განძის პოვნაში ეხმარებიან. სერიალმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და GDS–ის ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება.

შემდეგი როლი იყო ეპიზოდური, ალეკო ცაბაძის ცნობილ ფილმში „რენე მიდის ჰოლივუდში“. ამის შემდეგ რენი ჰარლინის „აგვისტოს 5 დღე“. მსახიობის თქმით დიდი ბედნიერება იყო მისთვის ამ ფილმში თამაში. აქ ის მაიორის როლს თამაშობდა, პოლკოვნიკის როლში კი ენტონი ჰოპკინზი უნდა ყოფილიყო, რომელმაც უარი განაცხადა პროპაგანდისტულ ფილმში თამაშზე.

მსახიობი „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა, ბარათეონის, ანუ დათო დარ-ჩიას თანაშემწის როლში. გიორგის თქმით, ის ამ სერიალის მეშვეობით მეტად პოპულარული გახდა.

2013 წელს 21–ე საუკუნის ერთ–ერთ საუკეთესო ფილმად აღიარებულ ზაზა ურუშაძის „მანდარინებში“ თამაშობს კიდევ ერთ უარყოფით როლს. ის აფხაზი მებრძოლია, რომელიც ახმედს დახვრეტას დაუპირებს. ამაში ხელს ნიკა შეუშლის, რომელსაც მისი პერსონაჟი ბოლოს კლავს.

შემდეგი ფილმი გამოდგა მიშელ ჰაზანავიჩუსის 2014 წლის ფილმი „ძებნა“. აქ გიორგი ეპიზოდურ, პოლიციელის როლშია, რომელიც მთავარ პერსონაჟს ჩხრეკს.

მსახიობის ყველაზე გამორჩეული როლია სერიალ ტიფლისში ქიარიმას პერსონაჟი. ქიარიმა გამორჩეული მისი კუთხური კილოთი, გულუბრყვილობით და იუმორით. ამიტომ, ისევე როგორც სერიალმა, ასევე მსახიობის თამაშმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

დღეისთვის, გიორგის ბოლო ფილმია – ნაღმი – ქართული თრილერი, რომელიც უცხოეთშიც წარმატებით გაიყიდა. ხოლო უახლესი სერიალი – „ქერჩი – დაკარგული გმირები“, რომელშიც ოცმეთაურის და ოფიცრის – გრიგორი მალკოვიჩს თამაშობს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ცაავა – გრიგორი მალკოვიჩის როლში (ქერჩი – დაკარგული გმირები)

სერიალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]