შინაარსზე გადასვლა

გიორგი ჩუბინიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ჩუბინიშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 13 მაისი, 1889
დაბ. ადგილი თბილისი
წარმოშობა ქართველი
გარდ. თარიღი 11 ოქტომბერი, 1945 (56 წლის ასაკში)
ჟანრ(ებ)ი კამერულ–ვოკალური ჟანრი
საქმიანობა კომპოზიტორი, მომღერალი
აქტიური 1907 - 1945

გიორგი ჩუბინიშვილი (დ. 13 მაისი, 1889, თბილისი — გ. 11 ოქტომბერი, 1945) — ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი.

მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში; აქვე დიდი ყურადღება მიაქცია ზაქარია ფალიაშვილმა, რომელიც ასწავლიდა საგუნდო სიმღერას, მანვე გაანაწილა სასწავლებლად ცნობილ კომპოზიტორ, მევიოლინე და პედაგოგ ანდრია ყარაშვილთან; 1907–1911 წლებში მღეროდა ცნობილ მომღერალ და ქორმეისტერ ი. რატილის გუნდში; 1911 წლიდან როგორც მომღერალი გამოდის საქართველოს ქალაქებსა და ასევე რუსეთში; 1927–1928 წლებში მუშაობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოადგილედ; მოგვიანებით დაიწყო საკომპოზიტორო შემოქმედება; მთლიანად შემოიფარგლა კამერულ-ვოკალური ჟანრით.

ავტორია გახმაურებული რომანსებისა და სიმღერების (ორმოცზე მეტი), მათ შორისაა: პირველი რომანსი „რა ტურფა, რა ლამაზია“ (1914, ვაჟა-ფშაველას ლექსის მიხედვით); საუკეთესო ნაწარმოებებია სიმღერები: „ქალო, გნახე ფეხშიშველი“, „ხმა გულისა“, „სევდა“, „მუხამბაზი“ (ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელის ლექსებზე), ვოკალური დუეტები, გუნდები; 1957 წელს გამოვიდა სიმღერების კრებული.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 165.
  • Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 249;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]