გიორგი შენგელია (პოლიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი შენგელია (მრავალმნიშვნელოვანი).
გიორგი (გეგა) შენგელია
დაბ. თარიღი 8 იანვარი, 1981 (1981-01-08) (38 წლის)
დაბ. ადგილი ზუგდიდი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
საქმიანობა ფინანსისტი; პოლიტიკოსი

გიორგი (გეგა) შენგელია (დ. 8 იანვარი, 1981, ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი და ფინანსისტი. ქალაქ ზუგდიდის მერი და მერის ყოფილი მოადგილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი შენგელია დაიბადა 1981 წლის 8 იანვარს, ქალაქ ზუგდიდში. 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით. 2004 წლის 1 მაისიდან 2004 წლის 1 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალის საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე. 2005-2008 წლებში იკავებდა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალის საკრედიტო ჯგუფის ექსპერტის პოზიციას. 2008-2009 წლებში იყო სახალხო ბანკის ზუგდიდის ფილიალის მმართველი.

2009-2010 წლებში იკავებდა ლიბერთი ბანკის სამეგრელოს (ზუგდიდი) რეგიონალური ფილიალის დირექტორის მოადგილის თანამდებობას. 2010-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს ბანკის ფოთის ფილიალის საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე. 2011-2018 წლებში იყო TBC ბანკის ზუგდიდის №1 სერვისცენტრის დირექტორი. 2018 წლის 7 ნოემბრიდან 2019 წლის 19 მაისამდე იკავებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2019 წლის 19 მაისიდან არის ზუგდიდის მერი, მან არჩევნებში ხმათა 54,19% მოიპოვა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]