გიორგი ქუფარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი ყუფარაშვილი)

გიორგი ქუფარაშვილიქართველი სამხედრო პირი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოხალისე მებრძოლი.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 1992 წლიდან.[1] მოგვიანებით მსახურობდა კოჯორში მდებარე სპეცდანიშნულების ძალების ბაზაზე. 1999 წლიდან მაიორი ქუფარაშვილი ხელმძღვანელობდა პირველ საერთაშორისო სამშვიდობო მისიას საქართველოს სამხედრო ისტორიაში — ქართულ ქვედანაყოფს „კოსოვოს ძალების“ (KFOR) შემადგენლობაში.[2] მომდევნო წლებში იყო ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ აღმასრულებელი ოფიცერი. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში (2008).

საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, 2014 წელს მოხალისედ გაემგზავრა უკრაინაში. მონაწილეობდა ბატალიონ „აზოვის“ ჩამოყალიბებაში და ქალაქ მარიუპოლის დაცვაში.[3] 2016 წლის აპრილში ქუფარაშვილმა დააარსა პოლკოვნიკ ევგენი კონოვალცის სახელობის სერჟანტთა სკოლა და მას 2017 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა.[4] 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს აქტიურად მონაწილეობდა მარიუპოლის დაცვაში. მძიმედ დაიჭრა 2022 წლის მარტის ბოლოს.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]