გიორგი ღავთაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ღავთაძე
დაბ. თარიღი 30 ივლისი, 1971(1971-07-30) (52 წლის)
დაბ. ადგილი ქუთაისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ეკონომისტი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი ღავთაძე (დ. 30 ივლისი, 1971, ქუთაისი) — ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობით „ფინანსები, ფულის მიმოქცევა და კრედიტი“.

1993-2002 წლებში იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის „ეკონომიკური თეორიის“ კათედრის მასწავლებელი და „ფინანსებისა და კრედიტის“ კათედრის უფროსი მასწავლებელი. 2002-2005 წლებში იყო დოცენტი. 2006-2010 წლებში სრული პროფესორი და ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტის კოორდინატორი. 1996-2003 წლებში იყო ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2004-2005 წლებში კი დეკანი. პარალელურად, 1996-1999 წლებში საგადასახადო ინსპექციის იმერეთის რეგიონული ოპერატიული სამმართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური ჯგუფის მთავარი სპეციალისტი. 1998-2000 წლებში იყო ქუთაისის სათათბიროს „საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის“ წევრი. ცალკეულ წლებში — სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების გრძელვადიანი ექსპერტი. 2007-2009 წლებში იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 2009-2010 წლებში ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი. 2007-2010 წლებში იყო იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის „რეგიონული განვითარების სამსახურის“ მთავარი სპეციალისტი. 2009-2011 წლებში — ქუთაისის სახელწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის გრძელვადიანი ექსპერტი. 2011 წლიდან — აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და უნივერსიტეტის რექტორი. მისი ინიციატივით შეიქმნა უნივერსიტეტის ჰიმნი (მუსიკის ავტორი მარიკა კვალიაშვილი, ტექსტი ომარ გვეტაძისა). ეწევა აქტიურ პედაგოგიურ და კვლევით მოღვაწეობას. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს შემდეგ სფეროებს: რეგიონული პოლიტიკა, ინვესტიციური რისკის მართვა გლობალურ და მზარდ ფინანსურ ბაზრებზე, პოსტკრიზისული პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური რეფორმები მსოფლიოს ქვეყნებსა და რეგიონებში, განათლება და ეკონომიკა და სხვა. იყო სხვადასხვა აკადემიისა და სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიების წევრი. მრავალი საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების მონაწილე, 61 სამეცნიერო სტატიის, 8 მონოგრაფიისა და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი.

სადისერტაციო თემა — „ადგილობრივი ბიუჯეტების როლი სახელმწიფო რეგიონული პოლიტიკის გატარებაში“, დაიცვა 2000 წელს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2012 — ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე, ქუთაისი, 2013, გვ. 78-85

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]