გიორგი ქუჩიშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ქუჩიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი ვერე
წინა სახელები მატერიალური ქუჩა

გიორგი ქუჩიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონი რაიონი (ვერე); შალვა ღამბაშიძის ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე მატერიალური ქუჩა ერქვა (დატანილია თბილისის 1897 და 1934 წლების გეგმებზე). XX საუკუნის 50-იან წლებში გიორგი ქუჩიშვილის სახელი ეწოდა. ქუჩაზეა სასტუმროები „პრიმავერა“ და „ვერე-პალასი“. აქვს 1 შესახვევი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]