გიორგი ქეჩაარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი ქეჩაარი
დაბ. თარიღი 1930
დაბ. ადგილი ნიჯი, აზერბაიჯანი
გარდ. თარიღი 8 სექტემბერი 2006(2006-09-08)
გარდ. ადგილი ნიჯი, აზერბაიჯანი
დასაფლავებულია ნიჯი
საქმიანობა მწერალი
ენა აზერბაიჯანული ენა და უდიური ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Azerbaijan.svg აზერბაიჯანი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი ქეჩაარი (აზერ. Georgi Avetisiğar Кеçaari‎;[1][2] დ. 1930, ნიჯი, გაბალის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ — გ. 8 სექტემბერი, 2006, ნიჯი, გაბალის რაიონი, აზერბაიჯანი) - აზერბაიჯანელი მწერალი.

უდთა კულტურული გაერთიანების „ორაინის“ შემქმნელი და 2991-2006 წლებში ხელმძღვანელი.[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1930 წელს გაბალის რაიონის სოფელ ნიჯში. 1938 წელს შევიდა იმავე სოფლის საშუალო სკოლაში, რომელიც 1946 წელს დაამთავრა. 1946-1952 წლებში ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სწავლის შემდეგ, 1952-1957 წლებში გაბალის რაიონის სოფელ მიხლიგოვაგის სკოლის დირექტორად მუშაობდა. 1952 წლიდან მუშაობდა ნიჯის სკოლის მასწავლებლად და დირექდორის მოადგილედ.

1991 წელს შექმნა უდთა ხელოვნების ეროვნული ცენტრი „ორაინ“.

გარდაიცვალა 2006 წლის 8 სექტებერს.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელს გამოიცა „Nana Oçal“ (ქართ. დედა მიწა). 2001 წელს მისი წიგნი „ორაინი“ მაღალი ტირაჟით გამოიცა. 2003 წელს გამოიცა წიგნები „ Buruxmux“, „Udilərin ənənəvi toy mərasimləri“,რუსულად „შუნუროქი“ და „უდთა ზღაპრები“. 2004 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიბეჭდა უდთა ენის 1, 2 და 3 კლასელებისთვის გათვლილი წიგნები. გიორგი ქეჩაარი მუშაობდა ბიბლიის უდურ თარგმანზე.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Georgi Keçaari. «Udilərdə ənənəvi toy mərasimləri», განჯა, "AGAH" nəşriyyatı, 2003.
  2. Jora Keçaari. Nana Oččal. Baku, 1996
  3. 3.0 3.1 Sevinc Mahmudova. “Udi icmalarının rəhbərləri“, 20/01/2018. დაარქივებულია www.orayin.com ორიგინალიდან - 10 თებერვალი 2018-ci il.