გიორგი ქარცივაძე
გიორგი ნიკოლოზის ძე ქარცივაძე (დ. 1 იანვარი, 1916, თბილისი, — გ. 8 მაისი, 1977) — ქართველი ინჟინერ-მშენებელი, მეცნიერი ნაგებობათა სეისმომედეგობის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1949), პროფესორი (1970). საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1964).
დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1939 წელს. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო დაწესებულებაში, აგრეთვე სამშენებლო ორგანიზაციებში: თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში (1944-1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში (1949-1060), საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1959-1977; 1960 წლიდან ამავე ინსტიტუტის ხიდებისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების კათედრის გამგე). მისი პროექტით აგებულია თბილისში 300 არაგველის (ორთაჭალჰესის) ხიდი (1954), ჩუღურეთის ხიდი (1962, რეკონსტრუქცია), ბარათაშვილის ხიდი (1966) და სხვ. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია (სიკვდილის შემდეგ, 1979; მონოგრაფიისათვის „გზის ხელოვნურ ნაგებობათა სეისმომედეგობა“).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 491.;
- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.558-559.