გიორგი უშაკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უშაკოვი.

გიორგი უშაკოვი (დ. 17 იანვარი, 1901, ლაზარევო, ახლანდელი ამურის ოლქი3 დეკემბერი, 1963, მოსკოვი) — რუსი გეოგრაფი, არქტიკის მკვლევარი, დოქტორი (1950). 1926 წელს დააარსა პირველი საბჭოთა დასახლება ვრანგელის კუნძულზე. 1930-1932 წლებში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს ჩრდილოეთის მიწაზე, 1935 წელს მეთაურობდა პირველ საბჭოთა მაღალგანედურ საზღვაო ექსპედიციას ყინულმჭრელ გემზე „სადკო“. დაკრძალულია კუნძულ დომაშნიზე, ჩრდილოეთის მიწაზე. მისი სახელობისაა უშაკოვის კუნძული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]