შინაარსზე გადასვლა

გიორგი ტრაპიზუნტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ტრაპიზუნტელი

გიორგი ტრაპიზუნტელი (ბერძ. Γεώργιος Τραπεζούντιος; ლათ. Georgius Trapezuntius) (დ. 1395 – გ. 1472 ან 1473) — ბერძენი ფილოსოფოსი და რენესანსის ერთ-ერთი პიონერი.

დაიბადა კუნძულ კრეტაზე. მას მეტსახელი "ტრაპიზუნტელი" ეწოდა იმის გამო, რომ მისი წინაპრები ქალაქ ტრაპიზონიდან იყვნენ.

როდის დასახლდა იტალიაში ზუსტად უცნობია; ზოგიერთი წყაროს თანახმად, ის 1430 წელს იქნა გამოძახებული ვენეციაში იტალიელი პოლიტიკოსის, დიპლოამტისა და ჰუმანისტის, ფრანჩესკო ბარბაროს(1390–1454) მიერ, მდივნის პირადი სტატუსით (ლათ. Amanuensis), რომელიც, როგორც ჩანს, მანამდე იცნობდა მას. სხვათა თანახმად, ფერარა-ფლორენციის კრებამდე (1438–1439) იგი იტალიაში არ გამოცენილა.

ლათინური ენა ისწავლა ვიტორიო და ფელტრესგან და ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ სამ წელიწადში ლათინური ლიტერატურისა და რიტორიკის სწავლება დაიწყო. მისი რეპუტაცია, როგორც მასწავლებლისა და არისტოტელეს მთარგმნელისა უაღრესად მაღალი იყო და პაპმა ნიკოლოზ V-მ, რომელიც არისტოტელეს დიდი მოყვარული იყო, ის პირად მდივნად აიყვანა. მისმა ზედმეტად ღვარძლიანმა შეტევამ პლატონზე (შრომაში Comparatio Aristotelis et Platonis), რომელმაც ბესარიონ ნიკეელის ძლიერი რეაქცია გამოიწვია და პლატონის, არისტოტელეს და სხვა კლასიკოს ავტორთა აშკარად ნაჩქარევმა და არაზუსტმა თარგმანმა საერთო ჯამში შეარყია მისი მეცნიერული დიდება და საფრთხის ქვეშ ჩააგდო მისი, როგორც ფილოსოფიის მასწავლებლის პოზიცია. პაპი პიუს II ასევე გიორგის თარგმანების კრიტიკოსთა რიგებში იყო. მისი აღნიშნული ნაშრომისადმი აღშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ მას იტალიის დატოვება მოუწევდა, რომ არა ალფონსო V არაგონელის მიერ გაწეული პროტექცია ნეაპოლის საბჭოსთან.

შედეგად ის დაბრუნდა რომში, სადაც 1471 წელს გამოაქვეყნა ძალიან წარმატებული ლათინურის გრამატიკა, რომელიც ეფუძნებოდა ლათინურის სხვა ბერძენ გრამატიკოსს, პრისციანეს. გარდა ამისა, მისმა ადრეულმა შრომამ ბერძნულ რიტორიკაში მას ფართო აღიარება მოუტანა, მისი ყოფილი კრიტიკოსების მხრიდანაც კი, რომლებმაც აღიარეს მისი ბრწყინვალება და ერუდიცია.

ის გარდაიცვალა დიდ სიღარიბეში რომში, 1486 წელს.

  • Harris, Jonathan, 'Byzantines in Renaissance Italy', in Online Reference Book for Medieval Studies – http://the-orb.net/encyclop/late/laterbyz/harris-ren.html დაარქივებული 2003-09-30 საიტზე Wayback Machine.
  • Monfasani, John (1976) George of Trebizond : a biography and a study of his rhetoric and logic Brill, Leiden, ISBN 9004043705
  • Reject Aeneas, Accept Pius: Selected Letters of Aeneas Sylvius Piccolomini (Pope Pius II), ed. and tr. T. M. Izbicki, G. Christianson and P. Krey (Washington, DC, 2006), letter no. 61.
  • Encyclopedia Britannica, 2007 ed.
  • C.J. Classen, 'The rhetorical works of George of Trebizond and their debt to Cicero', Journal of the Warburg and Courtauld Institutes 56 (1993), 75-84
  • Matthew DeCoursey, 'Continental European Rhetoricians, 1400-1600, and Their Influence in Renaissance England', British Rhetoricians and Logicians, 1500–1660, First Series, DLB 236, Detroit: Gale, 2001, pp.309–43.
  • Jonathan Harris, Greek Émigrés in the West, 1400-1520 (Camberley UK: Porphyrogenitus, 1995). ISBN 1-871328-11-X
  • John Monfasani, George of Trebizond. A biography and a study of his rhetoric and logic, Leiden, Brill, 1976.
  • John Monfasani, ed., Collectanea Trapezuntiana. Texts, Documents, and Bibliographies of George of Trebizond, Binghamton, NY: RSA, 1984.
  • Lucia Calboli Montefusco, "Ciceronian and Hermogenean Influences on George of Trebizond's Rhetoricorum Libri V," Rhetorica 26.2 (2008): 139–164.
  • N.G. Wilson, From Byzantium to Italy. Greek Studies in the Italian Renaissance, London, 1992. ISBN 0 7156 24180