გიორგი სკამკოჩაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი სკამკოჩაიშვილი (დ. 15 მარტი, 1961, ოზურგეთი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1985 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.

1985-1987 წლებში მუშაობდა მახარაძის, ოზურგეთის რაიონის №3 სამშენებლო სამმართველოს ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინრად. 1987-1990 წლებში კი იყო სამშენებლო სამმართველო „სამთოქიმმშენი“-ს სამუშაოთა მწარმოებელი. დაინიშნა სამშენებლო სამმართველო „სამთოქიმმშენის“ უფროსად 1990 წელს, ხოლო 2002-2004 წლებში მუშაობდა შპს "სამთა“-ის ინჟინერ-კონსტრუქტორად. იყო სამშენებლო ფირმა „სამთა“-ის დირექტორი 2004-2013 წლებში. 2013-2017 წლებში კი უკვე მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრის“ დირექტორად. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების ცენტრი“-ს დირექტორია 2017 წლიდან. მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა, მათ შორის: ოზურგეთის მაღაროთა სამმართყველოს ტრაქიტების ქარხნის, ოზურგეთის მაღაროთა სამმართველოს სავაჭრო ცენტრის, პანსიონატ „მთის ბროლის“ საცხოვრებელი სახლის დაბა ურეკში, ეროვნული ბანკის ოზურგეთის ფილიალის შენობის, შპს „მაგთიკომის“ ოზურგეთის ფილიალის ოფისის შენობის და სხვა. დიდი წვლილი აქვს შეტანილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის საქმეში, კერძოდ, საბავშვო ბაღების, ხიდების, სოფლის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, ელექტროგანათების ქსელების, წყალმომარაგების სათავე ნაგებობებისა და ქსელების მშენებლობაში და სხვა. მისი მონაწილეობით განხორციელდა ოზურგეთის განაშენიანების გეგმის საფუძვლების მომზადება და გენერალური გეგმის დამუშავება. მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 232-233

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]