გიორგი სვანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი სვანიძე
G.Svanidze.jpg
დაბ. თარიღი 7 აპრილი, 1971
საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა ნიდერლანდების დროშა ჰოლანდია
განათლება
პროფესია ბიზნესმენი
ჯილდოები
  • ოქროს ფრთა (2007 წ.)
  • დასახელდა საპატიო მოქალაქედ (გამოცემა „დრო და ადამიანები“) (2006)
  • Medal of Honor (დიასპორის სამინისტრო) (2015)
საიტი http://www.svanidzeholding.com

გიორგი სვანიძე (დ. 7 აპრილი, 1971, თბილისი) — ქართველი ბიზნესმენი, მეწარმე. მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში ზეთისხილის კულტურის შემოტანა, განვითარება, პოპულარიაზაცია და საქართველოს დაფიქსირება ზეთისხილის მწარმოებელ ქვეყანათა რუკაზე. მან ქართული ზეთისხილის გაშენება 2009 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და თურქულ-ქართული დიასპორის თანადგომით დაიწყო. ამ პროექტში კომპანიებმა „ქართული ზეთისხილი“ და „ჯეო ოლივი“ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, რის შედეგედაც 360 ჰექტარზე ზეთისხილის პლანტაცია (200 ათასი ზეთისხილის ნერგი) გაშენდა. იგივე რაოდენობის ნერგები გაჩუქდა/გასხვისდა და გაიცა ქველმოქმედების მიზნით. კომპანია, ქართული ზეთისხილის მოსავალს საკუთარ საწარმოში ამუშავებს, რომელიც 2016 წლის 26 მარტს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში გაიხსნა.[1].

გიორგი სვანიძე ხელმძღვანელობს ღვინის წარმოების საოჯახო ბიზნესს "შატო სვანიძე", რომელიც უკვე 200 წელს ითვლის. 2017 წელს „შატო სვანიძის“ ღვინომ მოსკოვის გამოფენაზე გრან-პრი და ოქროს მედალი მოიპოვა [2].[3]

ბიზნეს ჯგუფს, რომელსაც საქართველოში გიორგი სვანიძე ხელმძღვანელობს, ქვეყანაში განხორციელებული აქვს ინვესტიცია უძრავი ქონების, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროებში. ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 18 მილიონ ლარს გადააჭარბა. ჯგუფს დასაქმებული ჰყავს 800 ადამიანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1971 წლის 7 აპრილს ქალაქ თბილისში. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (1988-1993 წწ.). 1996-1998 წლებში სწავლობდა დელტიონ კოლეჯში (ჰოლანდია); 1999 წელს სწავლა გააგრძელა უტრეხტის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით, ხოლო 2002 წელს განათლებას მიიღო ბერნიცის კოლეჯში (აშშ, ჩიკაგო), ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. 1999 წელს, ჰოლანდიაში დააფუძნა პირველი მსხვილი ლოჯისტიკური კომპანია „Future Step“, რომელიც გადაზიდვებით იყო დაკავებული. შემდეგ პარტნიორებთან ერთად ჩამოაყალიბა კომპანია „ევრო ცენტრი“ (1998-1999 წწ.), რომელიც ახორციელებდა მსხვილ დეველოპერულ პროექტებს ყაზახეთში, კვიპროსზე, ჰოლანდიაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 1998წ. მისი თაოსნობით ჰოლანდიაში გაიხსნა პირველი ქართული საკვირაო სკოლა. 2006 წელს გაყიდა საკუთარი ბიზნესი ევროპაში და საქართველოში დაბრუნდა. საქართელოში მისმა საინვესტიციო პორტფელმა სამ ძირითად მიმართულება მოიცვა: უძრავი ქონება/დეველოპმენტი, ტურიზმი და აგროსექტორი. მისი ხელშეწყობით ამ ბოლო წლებში განხორციელებულმა ინვესტიციამ 50 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ის ფლობს ზეთისხილის პლანტაციებს და ზეთისხილის გადამამუშავებელ საწარმოს სიღნაღის თემში[4]. მის სახელს უკავშირდება ზეთისხილის კულტურის შემოტანა, განვითარება, პოპულარიაზაცია და საქართველოს დაფიქსირება ზეთისხილის მწარმოებელ ქვეყანათა რუკაზე. 2018 წლამდე ამ მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 10 მილიონ ლარს გადააჭარბებს). ის არის „Capital Partners Georgia“-ის წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც აბანოთ უბანში მირზა-შაფის 60 მილიონიან პროექტის განხორციელებას იწყებს. ტურიზმის სფეროში ოპერირებს „თიკა ტურის“ სახელით. ის ტურიზმის სფეროში ნომერ პირველი საერთაშორისო კომპანიის „კერენ დაუნის“ პარტნიორია და ძირითადად ვიპ სეგმენტზე მუშაობს. 2007 წელს მის მიერ განხორციელებული პირველი სამშენებლო პროექტი (რეალ სთეიჯი) წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა. მის სახელს უკავშირდება საქართველოში "ისანი მოლისა" და მირზა შაფის ქუჩაზე მსოფლიო ბრენდის "კემპიმსკის" მშენებლობის პროექტის განხორციელება.

ოჯახური მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ბიზნეს საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1999 წ. - ლოჯისტიკური კომპანია„ფუჩერ სტეპ“'
  • 1998-1999 წ. - კომპანია "ევრო ცენტრი"
  • 2007 წ. - კომპანია "დემეტრა" (საქართველოში სოიოს, სორგოსა და სიმინდის პლანტაციების გაშენება)
  • 2009 წ. - ქართული ზეთისხილის გაშენება-აღორძინება
  • 2015 წ. - 16 მილიარდიანი კომპანია "ოლამის" ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.
  • 2016 წ. - ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა [5]

სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2015 წ. - პატრიარქის ფონდის „გაამწვანე საქართველო“ თავმჯდომარე [6]
  • 2014 წ. დიასპორული ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი
  • 1996-1997 წწ.- ჰოლანდიაში ქართული დიასპორის თავმჯდომარე.
  • 1997-1998 წწ. - ჰოლანდიის ევრო კომისიის თანამშრომელი. საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი.
  • საქართველოს სავაჭრო-სამრეწველეო პალატის წარმომადგენელი ბენელუქსის ქვეყნებში (ჰოლანდია, ბელგია, ლუქსემბურგი)
  • დიასპორის მინისტრის მრჩეველი ინვესტიციების ნაწილში
  • 2018წ. - საქართველოს ზეთისხილის მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე
  • საზოგადო მოღვაწე, მეცენატი, ბიზნესმენი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2007 წელს დაჯილდოვდა „ოქროს ფრთით“ [7] , [8]
  • 2006 წელს გამოცემა „დრო და ადამიანების“ მიერ დასახელდა საპატიო მოქალაქედ.
  • 2015 წელს Medal of Honor (დიასპორის სამინისტრო).
  • 2018 წ. - ჯორჯიან-თაიმსის" ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებული სამ ნომინაციაში (საუკეთესო ბიზნესმენი, საუკეთესო ინვესტორი, ინოვაციური ბიზნეს პროექტი)[9]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]