გიორგი რევიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი რევიშვილი
დაბადების თარიღი 22 მაისი, 1935 (1935-05-22) (87 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

გიორგი რევიშვილი (დ. 22 მაისი, 1935, სამტრედია) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.

1959 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გულირიფშის რაიონის საკოლმეურნეობათაშორისო მშენებლობის საბჭოში მშენებელ ოსტატად; 1964-1967 წლებში მუშაობდა სამშენებლო ტრესტ „საქკვებმრეწვმშენი“-ს სამშენებლო სამმართველოს ინჟინრად სამტრედიის განყოფილების სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის უფროსად; 1978 წელს არჩეულ იქნა სამტრედიის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1979 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №25 მოძრავ-მექანიზებული კოლონიის უფროსად, სადაც მუშაობდა 1990 წლამდე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულ იქნა მრავალი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა, მათ შორის: მწვანე ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკების ქ. ხონში და ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესაში, საცხოვრებელი სახლების სამტრედიის რკინიგზის განყოფილების მუშა-მოსამსახურეებისათვის, ხე-ტყის გადამამუშავებელი კომბინატის დიდი ჯიხაიშის ტექნიკუმისა და ქ. სამტრედიის მაცხოვრებლებისათვის, აშენებულ იქნა სკოლები ქ. სამტრედიაში სოფელ მელაურში, სოფელ ეწერში და სოფელ გომნატეხებში, ასევე ამიერკავკასიის რკინიგზის სოხუმისა და ბათუმის მიმართულებებზე-სამგზავრო ბაქნები, ვანის ღვინის ქარხანისა და სოფელ ლესას ჩაის ფაბრიკის გამწმენდი ნაგებობები, კულტურის სახლები სოფელ განთიადსა და სოფელ მიასნიკოვში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 224-225

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]