შინაარსზე გადასვლა

გიორგი რატიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი რატიანი
დაბადების თარიღი 19 მაისი, 1936 (1936-05-19) (89 წლის)
კონტუათი, ხონის რაიონი
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს სახალხო არტისტი (1989)

გიორგი რატიანი (დ. 19 მაისი, 1936, სოფელი კონტუათი, ხონის რაიონი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1989).

1957 წელს დაამთავრა ხონის პედაგოგიური სასწავლებელი, 1961 წელს - თბილისის თეატრალური ინსტიტუტი. სადიპლომო სპექტაკლს ცნობილი რეჟისორი, ვასილ ყუშიტაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სპექტაკლის შემდეგ ორი ახალგაზრდა (გიორგი რატიანი და გურამ ხურცილავა) ამოარჩია და სოხუმში წაიყვანა. იმ დროიდან სოხუმის დრამატულ თეატრში მუშაობდა, სადაც მთავარ როლებს ასრულებდა სპექტაკლებში: „რომეო და ჯულიეტა“, „დამოკლეს მახვილი“, „მე ვხედავ მზეს“, „საბრალდებო დასკვნა“, „მარადისობის კანონი“ და სხვა.

თეატრის პარალელურად მუშაობდა აფხაზეთის ტელე-რადიო კომიტეტში რადიო-თეატრის ხელმძღვანელად. 1973 წელს აფხაზეთის ფილარმონიასთან ჩამოაყალიბა მინიატურების თეატრი „ოქროპირი“. სოხუმის მე-2 საშუალო სკოლა-ინტერნატში შექმნა თეატრალური სტუდია.

გიორგი რატიანმა თანამოაზრეებთან ერთად შეკრიბა ქართული ახალგაზრდობა სკოლების მაღალი კლასებიდან და მათ სამსახიობო ოსტატობას და სასცენო მეტყველებას ასწავლიდა. მიიწვია ქართველი ქორეოგრაფი და ვოკალის ორი პედაგოგი თბილისის კონსერვატორიიდან. საბოლოო ჯამში, 100-მდე ბავშვი მიიღეს სტუდიაში. თეატრს „თეთრი ტალღა“ დაარქვეს. 1991 წლის 10 მაისს პირველი ქართულენოვანი სპექტაკლი, „ჩვენი ეზო“ დადგეს.

აფხაზეთის ცნობილი მოვლენების დროს ახალგაზრდების დასი მიმოიფანტა. ზოგი რუსეთში, ზოგიც ევროპაში წავიდა. თბილისში დასის 40%-60% ჩავიდა. მალე მათ თბილისელი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ და თეატრმა მუშაობა გააგრძელა.

2003 წელს სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენინლებით, სახელმწიფო სტატუსი მიიღო. 2023 წლის 21 მაისს კი თეატრს მისი დამაარსებლის, გიორგი რატიანის სახელი მიენიჭა.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]