გიორგი პიპინაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოგა პიპინაშვილი
დაბადების სახელი გიორგი პიპინაშვილი
დაბადების თარიღი 28 აგვისტო, 1958 (1958-08-28) (65 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
აქტიური 1982-დღემდე

გიორგი (გოგა) პიპინაშვილი (დ. 28 აგვისტო, 1958, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი პიპინაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1980 წელს.

1982 წლიდან დღემდე არის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი და მსახიობი. 1996 წლიდან სათავეში უდგას ხელოვნების საყმაწვილო ცენტრს „ართ ჰოლს“, რომლის დამფუძნებელიც თავადაა, ასევე არის მეტყველების და მსახიობის ოსტატობის პედაგოგი. იგი ასევე მონაწილეობდა მხატვრულ ფილმებში: „მიზერერე“, „დონ ჟუანის დაბადება“. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული სპექტაკლებში: „ჩვენი პატარა ქალაქი“, „ბაკულას ღორები“, „ამფიტრიონი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“ - რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი, „წუთისოფელი ასეა" - რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე და სხვა.

გოგა პიპინაშვილს თეატრში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე, ასევე შესრულებული აქვს დაახლოებით 20-მდე როლი, მათ შორის: იაკობ ხუცესი - იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონი; ლისანდრი - უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი; ვრონსკი - ლევ ტოლსტოის „ანა კარენინა“, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე. გოგა პიპინაშვილს ნათამაშები აქვს ასევე ათონელის თეატრის სცენაზე და ასევე კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრშიც „მოლი სუინი“ ბრაიან ფრილის როლი რეჟისორი თემურ ჩხეიძე.

გოგა პიპინაშვილს აქვს ნათამაშები ქართულ ცნობილ ფილმებში, მათ შორის „ორმაგი სახე" - რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე; „მიდიოდა მატარებელი" - რეჟისორი გიორგი შენგელაია; „მარადისობის კანონი" - რეჟისორი ვალერიან კვაჭაძე. მისი ყველაზე ცნობილი ფილმი კი არის რეჟისორ ზაზა კოლელიშვილის „გარიგება". აღნიშნული ქართული მხატვრული ფილმი, კომედიური ჟანრისაა, ეკრანებზე გამოვიდა 1993 წელს. სცენარის ავტორები - ნუნუ მატარაძე, ნათია გოგოჭური. დამდგმელი ოპერატორი - დავით გოგოლაშვილი. მთავარ როლებში: ნანული სარაჯიშვილი (მარო), გოგა პიპინაშვილი (მიტო), მარინა საღარაძე (ქეთინო).

1995 წელს მან მოიპვა პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის - პარუნ ოსეფა, სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“.

გიორგი პიპინაშვილმა 2011 წელს მოიპოვა იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია - პარუნ ოსეფა, სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 271

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]