გიორგი პაპაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი პაპაშვილი
დაბ. თარიღი 23 აგვისტო 1898(1898-08-23)[1]
დაბ. ადგილი კობიაანთკარი, საქართველო
გარდ. თარიღი 29 მარტი 1978(1978-03-29)[1] (79 წლის)
გარდ. ადგილი კამბრია, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მწერალი და მოქანდაკე

გიორგი პაპაშვილი (დ. 23 აგვისტო, 1898, კობიაანთკარი — გ. 29 მარტი, 1978, კემბრია, კალიფორნია) — ქართველი მწერალი და მოქანდაკე. 1921 წელს, როცა წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა, გიორგი პაპაშვილი ჯარში მსახურობდა და მენშევიკებთან ერთად კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა. ორი წლის მანძილზე კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. თხუთმეტწლიანი ხეტიალის შემდეგ, გიორგი პაპაშვილმა ცოლად ამერიკელი მწერალი ქალი ჰელენ უაიტი შეირთო. წყვილმა ჰელენის მზითევით პენსილვანიის შტატში პატარა ფერმა იყიდა და გიორგიმ მამა-პაპის ხელობას ხვნა-თესვას მიჰყო ხელი. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მის წიგნს „Anything Can Happen“ (გამოქვეყნდა 1945 წელს, ხოლო ქართულად თბილისში, 1965 წელს), რომელიც იქცა ბესტსელერად და რომლის 1,5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში. იგივე ნაწარმოები ჰოლივუდის მიერ კინოდ ქცეული გახდა 1952 წელს, ჯუზი ფერერისა და კიმ ჰანტერის მონაწილეობით. პაპაშვილი მოხვედრილია აშშ-ში მე-20 საუკუნის ამერიკული მწერლობისა და ხელოვნების ანთოლოგიებში. 1961 წელს გიორგი პაპაშვილი მეუღლესთან ერთად ეწვია საქართველოს, მოინახულა მშობლიური სოფელი, ახლობლები, შეხვდა ქართველ მწერლებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1.0 1.1 SNAC — 2010.