გიორგი ორახელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ორახელაშვილი
დაბადების თარიღი 24 ივნისი, 1937 (1937-06-24) (86 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

გიორგი ორახელაშვილი (დ. 24 ივნისი, 1937, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წელს დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო-პროფილაქტიკური ფაკულტეტი.

1967–1969 წლებში იყო ბაქოს ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის ექიმი-ანესთეზიოლოგი; 1969–1972 წლებში მოსკოვის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის და რეანიმაციის განყოფილების ასპირანტი; 1973-1978 წლებში თბილისის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1984 წლებში კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1990 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV მთავარი სამმართველოს სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის კლინიკური განყოფილების გამგე; 1981-1993 წლებში ექიმი-კონსულტანტი ანგოლის სახალხო რესპუბლიკაში; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის კატასტროფების მედიცინის განყოფილების გამგე; 1988 წლიდან კატასტროფების მედიცინის ცენტრის ექიმი-კონსულტანტი. ავტორია 64 სამეცნიერო ნაშრომის, მეთოდური რეკომენდაციების. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კატასტროფების მედიცინის სამეცნიერო განყოფილების შექმნა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1972 წელს „ნატრიუმის ოქსიბუტირატის გამოყენებით ინტრავენური კომბინირებული ანესთეზია ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში“.

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • პათოფიზიოლოგიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კატასტროფების მედიცინის და კრიტიკული სიტუაციების ასოციაცია, წევრი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1994 — მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 230
  • იგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2000, გვ. 206

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]