გიორგი ონიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი ონიაშვილი (დ. 1942 — გ. 2020) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი. ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის მასალათმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა 1968 წელს, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. ხელმძღვანელობდა მაღალტემპერატურული სინთეზის პრობლემურ ლაბორატორიას, ხოლო ბოლო წლებში, მთლიანად მასალათმცოდნეობის მიმართულებას, მასალათმცოდნეობის განყოფილების უფროსის რანგში. არის 130-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. განსაკუთრებულია მისი დამსახურება საქართველოში თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის დანერგვა-გავრცელების საქმეში. თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის მეცნიერულ კონცეფციას საფუძვლად უდევს მყარი რაკეტული საწვავის კვლევის დროს აღმოჩენილი მოვლენა - მყარალიანი წვა, რომელიც ფართო მეცნიერული წრეებისათვის 1978 წელს გახდა ცნობილი. 2004 წლიდან, თმს საერთაშორისო კომიტეტის უცვლელი წევრი და ამ სამეცნიერო მიმართულების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია მსოფლიოში. მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტში დაპროექტებული და აგებულია სპეციალური ორიგინალური მოწყობილობა-დანადგარები თმს პროცესის სხვადასხვა პირობებში ჩასატარებლად. ამ საკითხს მისი თაოსნობით სპეციალური მონოგრაფია მიეძღვნა, რომელიც 2018 წელს გერმანიაში დაისტამბა ინგლისურ ენაზე. მისივე ხელმძღვანელობით ინსტიტუტში მიღებულია ინტერმეტალიდების უნიკალური თვისებების მქონე ერთფაზიანი ნაერთები, მათ შორის, ნანოსტრუქტურულ მდგომარეობაშიც. აღსანიშნავია, რომ არსებული ტექნოლოგიებით მსგავსი პროდუქტების მიღება შეუძლებელია.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2013 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • 2010 - საქართველოს ეროვნული პრემია

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცვეთამედეგი მასალების მიღება თმს-კომპაქტირების მეთოდით, თბ., 1993, გვ. 6
  • გაზოტრანსპორტული თმს-დანაფარები, თბ., 1993, გვ. 5
  • ჩაის გახმობისათვის საჭირო სარევის ნაწილების ცვეთამედეგობის გაზრდის გზები, თბ., 1992, გვ. 4

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, თბ., 2012, გვ. 223

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]