გიორგი ნატროშვილი
გიორგი ნატროშვილი (დ. 23 ნოემბერი, 1910 — გ. 21 ივნისი, 1998) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მკვლევარი და მწერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი ნატროშვილი დაიბადა 1910 წლის 23 ნოემბერს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტ სოფელ ზემო მაჩხაანში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1933 წელს.
1930 წლიდან მუშაობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. 1943-1963 წლებში იყო "ლიტერატურული გაზეთის". 1963-1973 წლებში - ჟურნალ "დროშის" მთავარი რედაქტორი. 1973-1982 წლებში - ჟურნალ "მნათობის" მთავარი რედაქტორი". 1982 წლიდან - გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა 1930-იანი წლებიდან დაიწყო. პირველი წიგნი "დავით კლდიაშვილის შემოქმედება" 1934 წელს გამოსცა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილემ სამხედრო მოთხრობათა პირველი კრებული "დასავლეთის ფრონტზე" 1943 წელს გამოაქვეყნა. მოთხრობების მომდევნო კრებულებმა ("ისევ გაზაფხული იყო", 1957, "უდარდელი კაცის სიკვდილი", 1961) მას ქართული პროზის გამოჩენილი ოსტატის სახელი მოუხვეჭა. მასვე ეკუთვნის ლიტერატურულ-კრიტიკული ნაშრომების კრებულები "წინაპრები და თანამედროვენი" (1961), "ორი საუკუნის მიჯნაზე" (1963) და სხვა. მას თვალსაჩინო წვილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის კრიტიკასა და ლიტერატურათმცოდნეობაში. მისი ნიაშრომები ეხება ქართული ლიტერატურის განვითარების ძირეულ პრობლემებს. მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ, სომხურ, აფხაზურ ენებზე. ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა VIII, IX, X მოწვევის უმაღლესი საქბჭოს დეპუტატი.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7, თბ. 1984, გვ. 329