გიორგი ნანეიშვილი
გიორგი ნანეიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1953 წლის 25 ვლისი |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 2013 წელი |
მოქალაქეობა | ქართველი |
გიორგი ნანეიშვილი (დ. 25 ივლისი, 1953, თბილისი — გ. 2013) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.
იყო ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი; ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი; მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; ამავე ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. არის ერთი სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი და 4 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - „გახანგრძლივებული დეპრესიული მდგომარეობანი პარანოიდული შიზოფრენიის დროს“, დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - „აფექტური აშლილობანი შიზოფრენიის დროს“, დაიცვა 1994 წელს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.218გვ.99
- წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.80