გიორგი მუხრანბატონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიორგი კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი(დ. 1821, სოფ. მუხრანი — გ. 1877, პარიზი), ცარიზმის მოხელე, 1853-იდან მრჩეველი კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში, 1855-იდან მეფისნაცვლის საბჭოს წევრი. 1858—1868 მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სასამართლო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი, სენატორი (1864), სტატს-ინსპექტორი (1872). მუხრანბატონის მტკიცების თანახმად, კაცობრიობის პროგრესი გულისხმობდა მცირე ერების მოსპობას, დიდი ხალხების გაბატონებასა და დიდი მოცულობის "სახალხო ორგანიზმების" შექმნის აუცილებლობას. პატარა ხალხები, მუხრანბატონის აზრით, განწირული იყვნენ, მათ არ შეეძლოთ სრულყოფილი სახელმწიფო ორგანიზმის შექმნა, ამიტომ მსხვილ ეროვნულ ერთეულებში უნდა გათქვეფილიყვნენ. პატარა ხალხისათვის დიდ ხალხთან ყოველგვარი შეერთება-შერწყმა ნიშნავდა საკუთარი ენის დაკარგვას. მცირე ხალხების მისწრაფება ინდივიდუალური არსებობის შენარჩუნებისაკენ მუხრანბატონს არამარტო უიმედოდ, არამედ მავნედაც მიაჩნდა. მისი ეს შეხედულებანი მკაცრად გააკრიტიკეს ქართველი მოწინავე საზოგადოების წარმომადგენლებმა: ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, სერგეი მესხმა, პეტრე უმიკაშვილმა, იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) და სხვებმა. ქართული პუბლიცისტიკამ აღნიშნა, რომ ცარიზმის ამ ერთგული მსახურის შეხედულებები იყო რუსეთის დიდმპყრობლური, რეაქციული ეროვნული პოლიტიკის თეორიული დასაბუთებისა და გამართლების ცდა.

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «О существе национальной индивидуальности и об образовательном значении крупных народных единиц», Тфл., 1872

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უთურაშვილი ი., ქსე, ტ. 7, გვ. 230თბ., 1984