გიორგი (შალამბერიძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი მიტროპოლიტი)
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
გიორგი (შალამბერიძე)
დროშა
დროშა
ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: ლენინგრადის სასულიერო სემინარია
დაბადების სახელი: გური პორფილეს ძე შალამბერიძე
დაბადება: 25 თებერვალი, 1940 (1940-02-25) (84 წლის)
ფერსათი
ბერად აღკვეცა: 13 ოქტომბერი, 1988
დიაკვნად კურთხევა: 21 სექტემბერი, 1971
მღვდლად კურთხევა: 23 ნოემბერი, 1971
ეპისკოპოსად კურთხევა: 14 ოქტომბერი, 1988
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 21 დეკემბერი, 1992
მიტროპოლიტობა ებოძა: 28 ნოემბერი, 2000

მიტროპოლიტი გიორგი (ერისკაცობაში — გური პორფილეს ძე შალამბერიძე; დ. 25 თებერვალი, 1940, ფერსათი, ბაღდათის რაიონი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტი. ანგელოზის დღე — 23 აპრილი (6 მაისი) და 10 (23) ნოემბერი (წმინდა გიორგის ხსენება); კათედრა თერჯოლაში, რეზიდენცია ტყიბულსა და თერჯოლაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიტროპოლიტი გიორგი, ერისკაცობაში გური კორფილეს ძე შალამბერიძე, დაიბადა 1940 წლის 25 თებერვალს ბაღდადის რაიონის სოფელ ფერსათში. საშუალო სკოლა დაამთავრა ფერსათში, შემდეგ თავისი ძმის – ცნობილი სასულიერო პირის ვიქტორ შალამბერიძის – რჩევითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით 1963-1971 წლებში სწავლა განაგრძო ლენინგრადის (პეტერბურგი) სასულიერო სემინარიაში, იმავე წლის 23 ნოემბერს ეკურთხა მღვდლად და დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის პედაგოგად. 1971–1974 ღვთისმსახურებას აღავლენდა თბილისის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაში, 1974–1978 – ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიაში. იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრების აქტიური მონაწილე, მხარს უჭერდა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მოსაყდრეს – ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას. 1978 წლის 16 მარტს დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად. მოღვაწეობდა სვეტიცხოვლის ტაძარში. 1980–1988 წლებშ იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერი. 1988 წლის 14 ოქტომბრის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გახდა ჭყონდიდის ეპისკოპოსი. 1994 წლის 21 დეკემბერს ებოძა მთავარეპისკოპოსობა, 2000 წლის 28 ნოემბერს – მიტროპოლიტობა. 2007 წლის 25 დეკემბრიდან დადგენილ იქნა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მმართველად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]