გიორგი მირზაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი მირზაშვილი
დაბ. თარიღი 20 ივნისი, 1961(1961-06-20)[1] (62 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მხატვარი, პოეტი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია
მამა თენგიზ მირზაშვილი

გიორგი მირზაშვილი (დ. 20 ივნისი, 1961, თბილისი) — ქართველი მხატვარი, პედაგოგი და პოეტი.

1984 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1987-1990 წლებში სწავლობდა უჩა ჯაფარიძის სახელობის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში. 1986-1987 წლებში იყო მანავის საშუალო სკოლის ხატვის პედაგოგი. მუშაობდა ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა შემოქმედებით მუზეუმში. 1975 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. მისი ნამუშევრები დაცულია ჯი-ემ-თი ჯგუფის კოლექციაში (სასტუმრო თბილისი მარიოტი და სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი) ასევე კერძო კოლექციებში: საქართველოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, აშშ-სა და ავსტრიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინ არის საქართველოში, თბ., 2006, გვ. 338

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]