გიორგი მაღნარიძე
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
გიორგი მაღნარიძე (დ. უცნობია — გ. უცნობია) — ქართველი იურისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია. 1920 წლის 19 ნოემბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, დამფუძნებელმა კრებამ სენატორის უფლებამოსილება შეუწყვიტა. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბექა ქანთარია, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 259, თბ., 2018 წელი.