შინაარსზე გადასვლა

გიორგი მამუჩიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი ნიკოლოზის ძე მამუჩიშვილი (დ. 23 მაისი, 1916, ხაშმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 1997, თელავი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1990).

1933–1936 წლებში სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1936–1940 წლებში იყო რუსთაველის, ხოლო 1940-იდან – თელავის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს გურიელის (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“), სიმონის (ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“), მეწისქვილის (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), მეფის (გ. ქელბაქიანის „თქმულება სიყვარულზე“), იანვარას (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), დათოს (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ბერიკას (გ. ერისთავის „ყვარყვარე ათაბაგი“), ურაზმაგის (ს. კლდიაშვილის „ირმის ხევი“), ჯანდიერის (ა. წერეთლის „ბაში-აჩუკი“) და სხვა როლები. გადაღებულია ქართულ მხატვრულ ფილმებში: „გოლა, შემთხვევა ზურგში“ (რეჟ. გ. მატარაძე, 1980), „ათოვდა ზამთრის ბაღებს“ (იორამი, რეჟ. გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1984)

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]