გიორგი მაკარიძე
|
| |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| სრული სახელი | გიორგი მაკარიძე | ||
| დაბადების თარიღი | 31 მარტი, 1990 | ||
| დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
| სიმაღლე | 194 სმ | ||
| სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
| საკლუბო ინფორმაცია | |||
| მიმდინარე კლუბი | ალმერია | ||
| ნომერი | 1 | ||
| ახალგაზრდული კარიერა | |||
| 2003–2006 | დინამო თბილისი | ||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 2006–2009 | დინამო თბილისი | 37 | (0) |
| 2009-2013 | ლე-მანი | 42 | (0) |
| 2014 | დოქსა კატოკოპიასი | 0 | (0) |
| 2014-2016 | ფეირენსე | 39 | (1) |
| 2016–2018 | მორეირენსე | 33 | (0) |
| 2018–2019 | რიუ ავი | 0 | (0) |
| 2019–2020 | ვიტორია სეტუბალი | 43 | (0) |
| 2020– | ალმერია | 10 | (0) |
| ეროვნული ნაკრები‡ | |||
| 2005–2006 | საქართველო 17 წლ. | 10 | (0) |
| 2006–2009 | საქართველო 19 წლ. | 8 | (0) |
| 2009-2012 | საქართველო 21 წლ. | 6 | (0) |
| 2007- | საქართველო | 14 | (0) |
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 14 იანვარი, 2018 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 16 იანვარი, 2018 | |||
გიორგი მაკარიძე (დ. 31 მარტი, 1990) — ქართველი ფეხბურთელი, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „ალმერიას“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაკარიძის საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. 2009 წლის 10 იანვარს 17 წლის ასაკში გააფორმა 800 000 ევროდ შეფასებული კონტრაქტი ფრანგულ კლუბ „ლე-მანთან“. წლების განმავლობაში „ლე-მანი“ პირველ დივიზიონში ასპარეზობდა, თუმცა 2013 წელს მესამე ლიგაში გადავიდა, რასაც გუნდის დაშლა მოყვა. 2014 წლის აპრილში მაკარიძე კვიპროსულ „დოქსაში“ გადავიდა.[1] სადაც არცერთი თამაში არ ჩაუტარებია. იმავე წლის აგვისტოში გადავიდა პორტუგალიურ კლუბ „ფეირენსეში“, სადაც ასპარეზობდა 2016 წლამდე.[2] ამის შემდეგ მაკარიძე შეუერთდა კლუბ „მორეირენსეს“ და 2017 წელს გახდა პორტუგალიის ჩემპიონატის თასის მფლობელი.[3][4][5] 2018 წელს მისი ტრანსფერი პორტუგალიურ „ბენფიკაში“ უნდა განხორციელებულიყო, თუმცა საბოლოოდ მოთამაშე ამავე ლიგაში მოასპარე „რიუ-ავეს“ შეუერთდა და თითქმის 1 სეზონი გაატარა.[6] 2018 წელს მაკარიძემ წელის ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე სანაკრებო და საკლუბო მატჩების გამოტოვება მოუხდა. 2019 წლის იანვარში „რიუ-ავესთან“ ურთიერთშეთანხმების შედეგად გაწყვიტა კონტრაქტი და პორტუგალიურ „ვიტორია სეტუბალში“ გადავიდა,[7] სადაც კონტრაქტი მას 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 2020 წლის 12 სექტემბერს გააფორმა 2 წლიანი კონტრაქტი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ „ალმერიასთან“.
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი მაკარიძეს ნათამაშები აქვს საქართველოს სხვადასხვა ასკობრივ ნაკრებებში. 10 თამაში აქვს ჩატარებული 17-წლამდელთა ნაკრების რიგებში, 8 მატჩი — 19-წლამდელთა ნაკრებში, 9 მატჩი 21-წლამდელთა ნაკრებში, ხოლო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში — 14 თამაში.[8] 17 წლის ასაკში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ლევან ყენიასთან და ლევან მჭედლიძესთან ერთად დიდი პოტენციალის გამო მოხვდა.[9]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მაკარიძე სეზონის ბოლომდე კვიპროსზე ითამაშებს, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 19 აპრილი, 2014.
- ↑ https://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/legionerebi/75729-giorgi-makaridze-portugaliuri-qfeirensesq-dzirithadshi-gamochnda.html
- ↑ „Makaridze assina até final da época“. Record (Portuguese). 16 იანვარი, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-26. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=და|date=-ში (დახმარება) - ↑ „Makaridze e Diego Lopes contratados“. A Bola (Portuguese). 16 იანვარი, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-22. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=და|date=-ში (დახმარება) - ↑ https://www.crystalsport.ge/news/3236
- ↑ https://www.crystalsport.ge/news/7080
- ↑ https://www.live.ge/fexburti/giorgi-makaridzis-akhali-gundi-tsnobilia/[მკვდარი ბმული]
- ↑ https://www.transfermarkt.com/giorgi-makaridze/nationalmannschaft/spieler/55977
- ↑ Georgia hails new generation. FIFA (25 ოქტომბერი, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი, 2008. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2008.