გიორგი ლობჟანიძე (ინჟინერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ლობჟანიძე
დაბადების თარიღი 15 მარტი, 1928
ღები, ონის მუნიციპალიტეტი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
საქმიანობა ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი
წოდება ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი

გიორგი ლობჟანიძე (დ. 15 მარტი, 1928, ღები, ონის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი, „საქნავთობის“ სამეცნიერიო-ტექნიკური საზოგადოების თავმჯდომარე, დიდი სამამულო ომის ვეტერანი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

1954 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი სპეციალობით „ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვა“.

1947-1948 წლებში მუშაობდა სოფელი ღების კოლმეურნეობაში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს შუა აზიის ნავთობგაერთიანების „ფერგანის ნავთობძიების ტრესტში“, სადაც მუშაობდა მბურღავად, ბურღვის ოსტატად და ბურღვის საწარმოო-ტექნიკური სამსახურის უფროსად. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო. მოხსენიებულია შუა აზიის ნავთობგაერთიანების საპატიო წიგნში. 1959 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1963 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში. 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა უფროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობა. 1969 წელს ტრესტ „საქნავთობის“ მიწვევით გადაიყვანეს ტექნიკური განყოფილების უფროსად, შემდეგ „საქნავთობის“ წარმოების მართვის განყოფილების უფროსად, წარმოების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსად. პარალელურად მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. „საქნავთობში“ მუშაობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა ნავთობის საბადოების ძებნა-ძიების საქმეში. არის სამგორი-პატარძეულის საბადოს ერთ-ერთი აღმომჩენი, რისთვისაც თანაგუნდელებთან ერთად, 1985 წელს მიენიჭა „სამგორის საბადოს პირველაღმომჩენის“ საპატიო წოდება.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მედალი „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავთან დაკავშირებით“,
  • მედალი „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 50 წლისთავთან დაკავშირებით“,
  • მედალი „1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის“,
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი,
  • საქართველოს დამსახურებული მენავთობე,
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია, თბ., 2016, გვ. 194

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]