გიორგი კოღუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიორგი კოღუაშვილი (დ. 26 აპრილი, 1969, ქუთაისი) — ქართველი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბარსელონას ოლიმპიადის (1992), ბრინჯაოს მედლის მფლობელი (90 კგ), ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი: 1993 (სტოკჰოლმი, შვედეთი; 90 კგ), 1994 (ტამპერე, ფინეთი; 90 კგ), 1997 (ვროცლავი, პოლონეთი; 97 კგ), 1998 (ევლე, შვედეთი; 97 კგ), 1999 (ათენი, საბერძნეთი; 97 კგ).

ოთხგზის ევროპის ჩემპიონი: 1994 (ათენი, საბერძნეთი; 90 კგ), 1995 (ბეზანსონი, საფრანგეთი; 90 კგ), 1996 (ბუდაპეშტი, უნგრეთი; 90 კგ), 2002 (სეინიაიოკი, ფინეთი; 96 კგ). მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1995 (პრაღა, ჩეხეთი; 90 კგ), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1989, 90 კგ), ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2000, მოსკოვი, რუსეთი; 97 კგ), ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1988, 90 კგ), ევროპის ჩემპიონი (1987, 88 კგ; ჭაბუკები), მსოფლიო თასის მფლობელი (1991, 1992), მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (2003), ბალტიის ზღვის ქვეყნების თასის მფლობელი (1993, 90 კგ), გერმანიის დიდი პრიზის ვიცე-ჩემპიონი (1992, 90 კგ; 1993, 90 კგ), სსრკ ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1985), სსრკ ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1987).

იგი 1993 წლიდან ასპარეზობდა რუსეთის სახელით.

სხვა ოლიმპიური მიღწევები:
  • 1996 წელს, ატლანტის ოლიმპიადაზე დაიკავა XIII ადგილი.
  • 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე დაიკავა XII ადგილი.
  • 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე დაიკავა VI ადგილი.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
Flag of Spain.svg
ბარსელონა, ესპანეთი
ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშები -90 კგ 3rd

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]