გიორგი კლიმოვი
გიორგი კლიმოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 სექტემბერი 1928[1] |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
გარდ. თარიღი | 29 აპრილი 1997 (68 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | Preobrazhenskoye Cemetery |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | ენათმეცნიერება |
მუშაობის ადგილი | რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიურ ენათა განყოფილება |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | სსრკ-ის სახელმწიფო პრემია |
გიორგი კლიმოვი (რუს. Климов, Георгий Андреевич; დ. 23 სექტემბერი, 1928, ლენინგრადი — გ. 29 აპრილი, 1997, მოსკოვი) — საბჭოთა და რუსი ლინგვისტი, კავკასიოლოგი. ქართველური ენების, შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერებისა და ტიპოლოგიის სპეციალისტი. დიდი სამამულო ომის მონაწილე. 1946 წელს ჩააბარა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის განყოფილებაზე. მოგვიანებით კავკასიური ენების კათედრა გადაიტანეს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც კლიმოვმა 1952 წელს დაამთავრა. 1965 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1971 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ჟურნალ „ვოპროსი იაზიკოზნანია“-ს (რუს. „Вопросы языкознания“) პასუხისმგებელი მდივანი. 1981-1985 წლებში უმაღლესი საატესტაციო კომისიის ექსპერტთა კავშირის წევრი. 1988 წლიდან პროფესორია. ავტორია 360-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან გარკვეული ნაწილი ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. გეოლინგვისტიკისა და დიალექტოლოგიის ევროპის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. ევროპის ლინგვისტური ატლასის მთავარი რედაქციის წევრი. ევროპის ლინგვისტური საზოგადოების წევრი. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედიური ლექსიკონი (რუსული)
- Принципы контенсивной типологии. გიორგი კლიმოვის ნაშრომი დაარქივებული 2016-08-12 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- გიორგი კლიმოვის შესახებ (ინგლისური)