გიორგი კალანდაძე (პოეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი კალანდაძე
დაბ. თარიღი 24 აგვისტო 1912(1912-08-24)
დაბ. ადგილი ძირულა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 20 თებერვალი 1979(1979-02-20) (66 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი
ეროვნება ქართველები
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი ალექსანდრეს ძე კალანდაძე (დ. 24 აგვისტო, 1912, ძირულა — გ. 20 თებერვალი, 1979, თბილისი) — ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი კალანდაძე დაიბადა სოფელ ძირულაში (ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) 1927 წელს. შვიდწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. 1933 წელს კი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1938 წელს ჩაირიცხა იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

1942-1949 წლებში იყო რეპრესირებული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჯგუფში. 1954 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1973 წელს სადოქტორო დისერტაციები.

1957 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. გიორგი კალანდაძეს უკიდურესად რთულ პოლიტიკურ პირობებში მოუხდა ცხოვრება და მოღვაწეობა. ყოველივე ეს პირადად შეეხო პოეტს. იგი ჯერ შუა აზიაში გადაასახლეს შემდეგ კი, დიდი ხნის მანძილზე დედაქალაქში ცხოვრება აუკრძალეს.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ერთტომეული“ გიორგი კალანდაძე. გამომცემლობა „მთაწმინდა“. ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2020.