შინაარსზე გადასვლა

გიორგი თოდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი (გოგი) თოდაძე (დ. 21 თებერვალი, 1945, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 23 იანვარი, 2020) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

1968 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ხოლო 1977 წელს ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1968 წლიდან მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის თეატრში. 90-მდე სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი (კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, გორის გიორგი ერისთვის სახელობის თეატრი, თავისუფალი თეატრი, თეატრი ათონელზე, ტელევიზია, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის თეატრი, გრიბოედოვის სახელობის თეატრი, სკოლა-სტუდია „ბერიკები“, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი); იყო სკოლა-სტუდია „ბერიკების“ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. ევროპის ახალგაზრდა შემოქმედთა სწავლების სემინარის (ქ. ანკარა) პედაგოგი; მსოფლიოს მრავალი თეატრალური ფესტივალის მონაწილე და პრიზიორი (რუსეთი, გერმანია, ინდოეთი, იაპონია, კორეა, მონაკო), მრავალი სამთავრობო და სახალხო ზეიმების რეჟისორი (თბილისობა, საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი და სხვ.).

მარჯანიშვილის თეატრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადგმული სპექტაკლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჯანიშვილის თეატრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრალური უნივერსიტეტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1982: საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]