გიორგი ზანთარაია
იერსახე
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბ. თარიღი | 21 ოქტომბერი, 1987 |
დაბ. ადგილი | გალი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
სიმაღლე | 172 სმ |
წონა | 66 |
სპორტი | |
ქვეყანა | უკრაინა |
სპორტი | ძიუდო |
ჯილდოები | III ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“ და II ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“ |
გიორგი ზანთარია (დ. 21 ოქტომბერი, 1987, გალი) — ქართული წარმოშობის უკრაინელი ძიუდოისტი. ასპარეზობდა -60 და -66კგ წონით კატეგორიაში. არის ევროპის სამგზის (2011, 2017, 2019) და მსოფლიოს ერთგზის (2009) ჩემპიონი. 2019 წელს მოიგო ევროპული თამაშები. 2009 წელს, თბილისში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. არის მსოფლიო ჩემპიონატის ოთხგზის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი (2011, 2013, 2014, 2018). ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრებთან ერთად მოპოვებული აქვს ორი ბრინჯაოს (2013, 2015) და ერთი ოქროს (2011) მედალი.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზანთარაია არის პარტია „ხალხის მსახურის“ კიევის ქალაქის საბჭოს წევრობის კანდიდატი.[1][2]