გიორგი ერისთავი (კავალერიის გენერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).
გიორგი რომანის ძე ერისთავი
დ. 12 თებერვალი, 1812 – გ. 1891
გარდაცვალების ადგილი თბილისი
კუთვნილება რუსეთის იმპერია
ჯარის სახეობა კავალერია
წოდება კავალერიის გენერალი

გიორგი რომანის ძე ერისთავი (დ. 12 თებერვალი 1812 — გ. 1891, თბილისი) — თავადი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1871).

დაამთავრა ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელი, შემდეგ გვარდიის პოდპრაპორშჩიკთა სკოლა. 1842 წლიდან მსახურობდა კავკასიაში. 1849 წლიდან იყო კავკასიის ხაზის ცენტრის უფროსი; გენერალ-მაიორი (1850). 1852 წელს დაინიშნა კავკასიის კაზაკთა სახაზო კორპუსის ატამანად. ჯანმრთელობის გაუარესების გამო 1855 გადადგა. 1858 დაინიშნა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორად და მიიღო გენერალ-ადიუტანტის წოდება. 1861–1862 წლებში მსახურობდა კავკასიის მეფისნაცვალთან, ხოლო შემდეგ იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]