გიორგი დებეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი ფრანცის ძე დებეცი (რუს. Георгий Францевич Дебец; დ. 7 დეკემბერი [ძვ. სტ. 24 ნოემბერი], 1905, ტომსკი, — გ. 19 იანვარი, 1969, მოსკოვი) — რუსი ანთროპოლოგი. პალეოანთროპოლოგიისა და ისტორიული ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ყოფ. საბჭოთა კავშირში.

დებეცის შრომები შეეხება უმთავრესად ეთნიკური ანთროპოლოგიის და პალეოანთროპოლოგიის საკითხებს. კავკასიაში მისი უშუალო მონაწილეობით ანთროპოლოგიურად იქნა შესწავლილი საქართველოს (1950–1954), აზერბაიჯანის (1951–1952), დაღესტნის (1954) და ნაწილობრივ სომხეთის თანამედროვე მოსახლეობა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Палеоантропология СССР, Труды Ин-та этнографии, М.–Л., 1948;
  • Антропологические типы населения СССР и некоторые проблемы этногенеза, М.–Л., 1956;
  • Антропологические исследования в Дагестане, Труды Ин-та этнографии, М., 1956.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]