გიორგი დარისპანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიროგი დარისპანაშვილი (დ. 11 ივნისი, 1905 — გ. 4 აპრილი 1985) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955).

სასცენო მოღვაწეობა 1920 წელს დაიწყო. 1927-1928 წლებში მსახიობად მუშაობდა თბილისის მუშათა თეატრში, 1928-1933თბილისის მოზარდ-მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1933-1936 ველისციხისა და ჭიათურის თეატრების, ხოლო 1936-1960 წლებში თბილისის მოზარდ-მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი და რეჟისორი იყო. შეასრულა როლები: შამილი (ი. ვაკელის „შამილი“), ლადო კეცხოველი (ბ. ნახუცრიშვილის „ლადო კეცხოველი“), ბიძინა ჩოლოყაშვილი (აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკის“ ინსცენირება) და სხვა.

მოზარდ-მაყურებელთა თეატრში დადგა: ს. მთვარაძის „აურიე რგოლი“, ა. კაჭკაჭიშვილის „პარტიზანების“, ნ. ლომურის „ქაჯანა“ ინსცენირება და სხვა. გიორგი დარისპანაშვილი ათამდე პიესის ავტორია, მაშასადამე აღსანიშნავია „ხიდქვეშ“, „ძმები“, „ტყის მეგობარი“ და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]