გიორგი დავრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიორგი დავითის ძე დავრიშვილი (დ. 1810 — გ. 1875) — ქართველი ექიმი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1830). 1830–1836 წლებში მუშაობდა საოლქო გიმნაზიის ექიმად მოსკოვში, ხოლო შემდეგ — შაქის (ნუხის) მაზრაში (ახლანდ. აზერბაიჯანის რესპუბლიკა), 1836 წელს — თბილისის ქალაქის საავადმყოფოში, 1837 წელს კი — თელავის მაზრაში. იმავე წელს მიავლინეს ქოლერის ეპიდემიის სალიკვიდაციოდ ხევსურეთში. 1846 წლიდან თბილისის, ხოლო 1866 წლიდან ალექსანდროპოლის (ახლანდ. გიუმრი, სომხეთი) სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა. იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი აქტიური წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მედიცინის ისტორია, ტ. 4, წგ. 1, თბ., 1960;
  • შენგელია მ., ქართული მედიცინის ისტორია, თბ., 1970;
  • შენგელია მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 294, თბ., 2012 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]